არჩევნების შემდეგ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 38 580 ადამიანით შემცირდა

2016 წლის ოქტომბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ ადამიანთა რიცხვმა 484 135 შეადგინა, თუმცა ნოემბრიდან დახმარების მიმღებთა რაოდენობამ კლება დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვლის მდგომარეობით 38 580 ადამიანით შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტო დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას უკავშირებს.

საარსებო შემწეობა (მიზნობრივი სოციალური დახმარება) არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია. შესაბამისად, დახმარების მიმღებთა რაოდენობის კლება ნიშნავს, რომ შესაბამისი შეფასების სისტემით დათვლილი ღატაკების რაოდენობა მცირდება.

გრაფიკი: საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა:

წინა სტატია

თებერვალში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 18 პროცენტით გაიზარდა
16 March, 2017

შემდეგი სტატია

"ჰუავეის" წარმატების ისტორია
17 March, 2017
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker