რომელ სექტორშია ყველაზე მაღალი ხელფასები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1066 ლარი შეადგინა. 2016 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 5.4%-ით არის გაზრდილი.

2016 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში - 2024 ლარი. მეორე ადგილზეა მშენებლობა - 1644 ლარით, ხოლო მესამეზე უძრავი ქონებით ოპერაციებია- 1376 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი განათლებაშია - თვეში 589 ლარი, შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობის სფერო - თვეში საშუალოდ 661 ლარით.

2015 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად საფინანსო საქმიანობაში გაიზარდა - 475 ლარით, შემდეგ სასტუმროები და რესტორნები მოდის, სადაც ხელფასი 284 ლარით გაიზარდა.

ცხრილი: საშუალო თვიური ხელფასი 2016 წლის მე-4 კვარტალში (ლარებში)

სულ

1066

საფინანსო საქმიანობა

2024

მშენებლობა

1644

ოპერაციები უძრავი ქონებით

1376

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

1347

სამთომოპოვებითი მრეწველობა

1328

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება

1255

სახელმწიფო მმართველობა

1213

ჯანმრთელობის დაცვა

989

ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა რემონტი

977

დამამუშავებელი მრეწველობა

902

სასტუმროები და რესტორნები

897

კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

876

სოფლის მეურნეობა, ნადირობა

661

განათლება

589

 

წინა სტატია

საუბარი თბილისში გამართულ ქალთა მარშის ორგანიზატორებთან
17 მარტი, 2017

შემდეგი სტატია

ახალი ჰუავეი P10 - ტექნოლოგიისა და ხელოვნების საუკეთესო კომბინაცია
17 მარტი, 2017
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker