ფორბსის მილიარდერთა 2017 წლის რეიტინგი

20 მარტს Forbes-მა მილიარდერთა განახლებული, 2017 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.

Forbes-ი უკვე 31 წელია აქვეყნებს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა  ყოველწლიურ რეიტინგს. წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, ზრდის ტენდენციაა: სიაში მილიარდერთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა  - შემაჯამებელ რეიტინგში 2043 მილიარდერი მოხვდა (შარშან - 1810). ფორბსის რეიტინგების ისტორიაში ასეთი დიდი ზრდა (+233 მილიარდერი) არასდროს დაფიქსირებულა.

რეიტინგში შესულ მილიარდერთა ჯამური კაპიტალი 7.67 ტრილიონი დოლარია - შარშანდელზე 18%-ით მეტი.

ზედიზედ მეოთხე წელია, ბილ გეიტსი სიის სათავეშია. მისი კაპიტალი ბოლო ერთ წელიწადში $11 მილიარდით გაიზარდა და $86 მილიარდს შეადგენს. საერთოდ, გეიტსი უკანასკნელი 23 წლის მანძილზე მე-18-ჯერ არის პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეში.

$14.8 მილიარდით გამდიდრებულმა უორენ ბაფეტმა მეორე ადგილი დაიბრუნა. მან "ზარას" დამფუძნებელი, ამანსიო ორტეგა ჩაანაცვლა. რომელიც წლევანდელ რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. მესამეზე კი ჯეფ ბეზოსმა გადაინაცვლა, რომელსაც მილიარდერებს შორის საუკეთესო წელი ჰქონდა - "ამაზონის" დამფუძნებელი ბოლო 12 თვეში $27.6 მილიარდით გამდიდრა.

მარკ ცუკერბერგი მეხუთეა - 32 წლის“ფეისბუკელი“ $11.4 მილიარდით გამდიდრდა. ერთ დროს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, მექსიკელი კარლოს სლიმ ელუ, პირველად ბოლო 12 წლის განმავლობაში, ვერ მოხვდა რეიტინგის ხუთეულში. წელს ის მეექვსეა.

Forbes-ის მილიარდერთა 2017 წლის რეიტინგში კიდევ რამდენიმე საინტერესო ცვლილებაა:

  • 2017 წელს მსოფლიოს 195 ახალი მილიარდერი ჰყავს (მათგან 76 ჩინეთიდანაა, 25 კი აშშ-დან).
  • ახალი მილიარდერებიდან 15 ქალია.
  • რეიტინგში 56 მილიარდერი 40 წელზე ახალგაზრდაა - შარშანდელთან შედარებით, ეს მონაცემი ათით შემცირდა.
  • აშშ კვლავ ინარჩუნებს პირველ ადგილს - 565 მილიარდერი, ჩინეთი მეორეზეა - 319, მესამეზე გერმანიაა - 114.

საქართველოდან რეიტნგში ისევ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მოხვდა. $4.5 მილიარდით ის 367-ე ადგილზე ($4.8 მილიარდი და 298-ე ადგილი 2016 წელს).

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეული ასე გამოიყურება:

1. ბილ გეიტსი - $86 მილიარდი

2. უორენ ბაფეტი - $75.6 მილიარდი

3. ჯეფ ბეზოსი - $72.8 მილიარდი

4. ამანსიო ორტეგა - $71.3 მილიარდი

5. მარკ ცუკერბერგი - $56 მილიარდი

6. კარლოს სლიმ ელუ - $54.5 მილიარდი

7. ლარი ელისონი - $52.2 მილიარდი

8ჩარლზ კოხი - $48.3 მილიარდი

9დევიდ კოხი - $48.3 მილიარდი

10. მაიკლ ბლუმბერგი - $47.5 მილიარდი

Forbes-ის მილიარდერთა 2017 წლის სრული რეიტინგი იხილეთ ბმულზე.

 

რეიტინგი მილიარდერები ბილ გეიტსი

წინა სტატია

ცხოვრება "გალფის" ფერებში
21 მარტი, 2017

შემდეგი სტატია

საქართველოს ტოპ 10 საექსპორტო პროდუქცია იანვარ-თებერვალში
21 მარტი, 2017
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker