საქართველოს ტოპ 10 საექსპორტო პროდუქცია იანვარ-თებერვალში

2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1423 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 356 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (27 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1067 მლნ აშშ დოლარს (15 პროცენტით მეტი). ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 289 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსორტში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცეტრატებმა დაიკავა 58.4 მლნ დოლარით. მეორე ადგილზე ფეროშენადნობებია 52.6 მლნ დოლარით. მესამეზე კი ყურძნის ნატურალური ღვინოებია 20.5 მლნ დოლარით.

ტოპ 10-ში შემავალი პროდუქციიდან ყველაზე მეტად (42.6 მლნ დოლარით) ფეროშენადნობების ექსპორტია გაზრდილი. მეორე ადგილზე სამკურნალო საშუალებებია 9.6 მლნ დოლარიანი ზრდით.

ცხრილი: იანვარ-თებერვლის ტოპ 10 საექსპორტო პროდუქცია

 

პროდუქციის დასახელება

მლნ აშშ დოლარი

1

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

58.4

2

ფეროშენადნობები

52.6

3

ყურძნის ნატურალური ღვინოები

20.5

4

სამკურნალო საშუალებები

19.7

5

მსუბუქი ავტომობილები

19.3

6

მინერალური წყლები

15.3

7

სპირტი და სპირტიანი სასმელები

15.1

8

აზოტოვანი სასუქები

14.2

9

ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშ.

11.4

10

თხილი და სხვა კაკალი

11.3

 

 

წინა სტატია

ფორბსის მილიარდერთა 2017 წლის რეიტინგი
20 მარტი, 2017

შემდეგი სტატია

თებერვალში კომერციული ბანკების მოგებამ 84 მილიონი ლარი შეადგინა
21 მარტი, 2017
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker