მარტში საქართველოს ექსპორტი 36 პროცენტით გაიზარდა

მარტში საქართველოს ექსპორტი 36 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის მარტში 2016 წლის მარტთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 36%-ით (59 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 12%-ით (66 მლნ დოლარით) გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტის ექსპორტი გაზრდილია 2015 წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებითაც (42 მლნ დოლარით), თუმცა 35 მლნ დოლარით ჩამორჩება 2014 წლის მარტის ექსპორტს.

2017 წლის მარტში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 221 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 618 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 398 მლნ დოლარია, რაც 2016 წლის მარტის უარყოფით ბალანსზე 8 მლნ დოლარით მეტია.

სამი თვის ჯამში, იანვარ-მარტში ექსპორტი 30%-ით (134 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 15%-ით (221 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 აპრილს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *