ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 2 მაისს რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) 0.25% პუნქტით გაზარდა და 7.0%-ზე დააფიქსირა. 2016 წლის აპრილიდან სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ამცირებდა და 8%-დან 6.50%-მდე შეამცირა, თუმცა, ინფლაციის გაზრდილი დონის გამო, მიმდინარე წლის იანვრიდან ზრდა დაიწყო და თანდათანობით 7.0%-მდე გაზარდა.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ნიშნავს ნაკლებ ხელშეწყობას ეკონომიკურ ზრდაზე და ლარში გაცემული სესხების ნაწილის გაძვირებას. ეროვნულო ბანკი პოლიტიკას ამკაცრებს, რადგან მოელის ინფლაციის მოსალოდნელ ნიშნულზე მეტად ზრდას (4%-ზე მეტად ზრდას). ინფლაციის მოლოდინების გაუარესება კი აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვია.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 14 ივნისს გაიმართება.

წინა სტატია

Грузия приобретёт 10-10% в White Stream и W-Stream Caspian Pipeline Company
02 მაისი, 2017

შემდეგი სტატია

დენტონსმა საქართველოში ოფისი გახსნა
02 მაისი, 2017
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker