ჰაიდელბერგცემენტი კასპში კლინკერის წარმოების 1 მლნ ტონამდე გაზრდას გეგმავს

ჰაიდელბერგცემენტი კასპში კლინკერის წარმოების 1 მლნ ტონამდე გაზრდას გეგმავს

ჰაიდელბერგცემენტი კასპის ქარხნის მოდერნიზების დასრულებას 2018 წლის ბოლოს გეგმავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ კლინკერის წარმოების ახალი თანამედროვე ხაზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 

პროექტის პირველი ფაზა, გულისხმობს კირქვის ახალი საბადოს გახსნას, სამსხვრეველას მოწყობას, ახალი გზებისა და ხიდების მშბელობას. 

კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.

აღნიშნული საინვესტიციო პროექტი გულისხმობს კასპის ცემენტის ქარხნის სრულ მოდერნიზაციას და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას. 

კასპის ქარხნის მოდერნიზაციის შედეგად კლინკერის წარმოების მოცულობა მხოლოდ კასპის ქარხანაში 1 მილიონ ტონას გაუტოლდება. კომპანია პროდუქციის მეზობელ ქვეყნებში ექსპორტს გეგმავს. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *