ვლადიმერ ევტუშენკოს ქონება ერთ დღეში თითქმის $1 მილიარდით შემცირდა

მოსკოვის საფონდო ბირჟაზე რუსული სააქციო საფინანსო კორპორაცია Система-ს აქციების კვოტირების შემდეგ, მისი ხელმძღვანელის ვლადიმერ ევტუშენკოს ქონება 900 მილიონი დოლარით შემცირდა. 

რუსული Forbes-ის ვერსიით, ვაჭრობის დაწყებამდე 3 მაისს, ევტუშენკოს ქონება 1,85 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ვაჭრობის დახურვის შემდეგ 2,6 მილიარდ დოლარს.  

2 მაისს კი Forbes-ს ევტუშენკოვის ქონება 3.5 მილიარდ დოლარად ჰქონდა შეფასებული. ამ მაჩვენებლით მან რუსეთის 200 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში 30-ე ადგილი დაიკავა. მილიარდერის ქონების 70% სწორედ Система-ზე მოდის. 

Система-ს ფასიანმა ქაღალდება ვარდნა ვაჭრობის  გახსნისთანავე დაიწყო. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ "როსნეფტმა" და "ბაშნეფტმა" მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში Система-ს წინააღმდეგ 106.6 მილიარდი რუბლის ოდენობის სარჩელი შეიტანეს. დავა იმ პერიოდს ეხება, როდესაც Башнефть-ის აქციები Система-ს მფლობელობაში იყო. კომპანიები მიიჩნევენ, რომ Башнефть-ის აქციების ფასის შემცირება მანიპულირების გზით მოხდა.

წინა სტატია

ახალი ულუფა
10 მაისი, 2017

შემდეგი სტატია

კომერციული ბანკებისათვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი გაიზარდა
05 მაისი, 2017
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker