მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

World Bank-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. 2017 წელს ბანკი საქართველოში 3,5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ბანკის ბოლო პროგნოზი კი 5,2%-ს შეადგენდა.

ამასთან მსოფლიო ბანის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი პროგნოზირებულ 4%-ზე მაღლა შენარჩუნდება და ის მიმდინარე წელს 5,7% იქნება.

2018 წლისთვის მსოფლიო ბანკი საქართველოში 4%-იან, 2019 წლისთვის კი 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკი სომხეთში 2,7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, თურქეთში 3,5%-იანს, აზერბაიჯანში ბანკის პროგნოზით ეკონომიკა 1,4%-ით შემცირდება, რუსეთში კი 1,3%-ით გაიზრდება.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას იქონიებს ინვესტიციები და ქვეყნის ძირითად საექსპორტო ქვეყნებში ეკონომიკური გაჯანსაღება.

მომდევნო წლებში კი ზრდის მამოძრავებლად მსოფლიო ბანკი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების ზრდას ასახელებს.ამასთან მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ საქართველოში სირარიბის მაჩვენებელი შემცირებას გააგრძელებს და 2018 წელს 26,8%-ს შეადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *