ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საჯარო რეესტრში დანერგვის შესახებ ინფორმაცია "ევროგეოგრაფიკსის" ანგარიშში გამოქვეყნდა

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საჯარო რეესტრში დანერგვის შესახებ ინფორმაცია "ევროგეოგრაფიკსის" ანგარიშში გამოქვეყნდა

საქართველოში უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროგეოგრაფიკსის“ ყოველწლიურ ანგარიშში გამოქვეყნდა. 

ანგარიშში „ევროგეოგრაფიკსის“ წევრი ორგანიზაციების 2016 წლის ძირითადი მიღწევები, სიახლეები, საქმიანობა და სერვისები არის აღწერილი. საქართველოდან წარმატებულ პროექტად უძრავი ქონების შესახებ ამონაწერების ბლოკჩეინში ინტეგრირების პროექტი შეირჩა. 

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ქსელს უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს. ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგია სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის. 

საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროგეოგრაფიკსი“ 2001 წელს შეიქმნა და ევროპის ტოპოგრაფიის, საკადასტრო და მიწის რეგისტრაციის ორგანიზაციების ასოციაციას წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით, „ევროგეოგრაფიკში“ 46 ქვეყნის 63 ორგანიზაციაა გაწევრიანებული; მათ შორისაა საქართველოც, რომელიც ორგანიზაციის სრული წევრი სახელმწიფო 2010 წელს გახდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *