ეშტონ კუჩერი 36 წლის გახდა. ფაქტები და ფოტოგალერეა

ეშტონ კუჩერი 36 წლის გახდა. ფაქტები და ფოტოგალერეა

ამერიკელი მსახიობი და ინვესტორი, ეშტონ კუჩერი დღეს, 7 თებერვალს, 36 წლის გახდა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მის შესახებ:

კრისტოფერ ეშტონ კუჩერი დაიბადა 1978 წლის 7 თებერვალს აიოვას შტატის ქალაქ სიდერ რაპიდზში.

განსაკუთრებული პოპულარობა კუჩერს სატელევიო სერიალმა “ორნახევარი კაცი” მოუტანა.

Forbes-ის ყველაზე გავლენიანი სელებრითების რეიტინგში კუჩერი 53-ე ადგილზეა.

Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო მსახიობების რეიტინგში კუჩერი მეორე ადგილზეა.

კუჩერის ახლანდელი პარტნიორია ცნობილი მსახიობი, მილა კუნისი.

2005-2013 წლებში კუჩერის ცოლი დემი მური იყო.

ყოფილ მეუღლესთან, დემი მურთან ერთად, კუჩერს დაფუძნებული აქვს ორგანიზაცია THORN: Digital Defenders of Children, რომელიც ინტერნეტში ბავშვების სექს-ტრეფიკინგს ებრძვის.

ეშტონ კუჩერის მამა წარმოშობით ჩეხია.

ეშტონს ჰყავს ტყუპი ძმა, მაიკლ კუჩერი, რომელიც ცერებრალური დამბლით დაიბადა.

კუჩერი აცხადებს, რომ იგი არის კონსერვატორი ფისკალური თვალსაზრისით და ლიბერალი, სოციალური თვალსაზრისით.

2009 წელს, კუჩერი გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც Twitter-ზე მილიონი Follower-ი ჰყავდა (ამჟამად მას 15 მილიონზე მეტი Follower-ი ჰყავს)

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *