IFC საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაციების 30%-ს იყიდის

მსოფლიო ბანკის საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებულ ევროობლაგაციებს შეისყიდის. IFC პირველი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა, რომელმაც ბანკის ევროობლიგაციებში ინვესტირების სურვილი გამოთქვა.

IFC-ის ინვესტიცია 103.3 ($45 მლნ) ლარი იქნება. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის განცხადებით, ლარში დენომინირებული ევროობლიგაციები საქართველოს ბანკს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება და თავიდან აიცილოს უცხოურ ვალუტაში გასესხებისას არსებული რისკები.

საქართველოს ბანკმა ჯამში 500 მილიონის ლარში დენომინირებული ევროობლიგაციები გამოუშვა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11%-ს შეადგენს, ხოლო ვადა - 2020 წლის ივნისამდეა.

წინა სტატია

რომელი დარგები იგებს?
05 ივნისი, 2017

შემდეგი სტატია

IFC to buy 30% of Lari-denominated Eurobonds of BOG
05 ივნისი, 2017
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker