მაისში საქართველოს ექსპორტი 25 პროცენტით გაიზარდა

მაისში საქართველოს ექსპორტი 25 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის მაისში 2016 წლის მაისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 25%-ით (43 მლნ დოლარით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3.8%-ით (23 მლნ დოლარით) შემცირდა. მიმდინარე წლის მაისის ექსპორტი გაზრდილია 2015 წლის მაისის მაჩვენებელთან შედარებითაც (20 მლნ დოლარით), თუმცა 28 მლნ დოლარით ჩამორჩება 2014 წლის მაისის ექსპორტს.

2017 წლის მაისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 215.2 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 633.3 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 418 მლნ დოლარია, რაც 2016 წლის მაისის უარყოფით ბალანსზე 20 მლნ დოლარით ნაკლებია.

ოთხი თვის ჯამში, იანვარ-მაისში ექსპორტი 29%-ით (223 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 11%-ით (287 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ივნისს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *