მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი - 2013 წლის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედები

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი - 2013 წლის ყველაზე გულუხვი ქველმოქმედები

ვინ გაიღო ყველაზე დიდი რაოდენობის ფული 2013 წელს აშშ-ში? მარკ ცუკერბერგმა და მისმა ცოლმა, პრისცილა ჩანმა. მათ თითქმის 1 მილიარდი დოლარი (992,2$) გაიღეს Silicon Valley Community Foundation-ის სასარგებლოდ.

სულ, 2013 წელს, ტოპ-50-მა ამერიკელმა ფილანტროპმა 7,7 მილარდი დოლარი გაიღო საქველმოქმედო მიზნებისთვის, რაც 300 მილიონით აღემატება 2012 წლის მონაცემს, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2011 წლის ნიშნულს – $10,4 მილიარდი.

The Chronicle of Philanthropy.-ის მიერ შედგენილ სიაში მეორე ადგილზე გავიდა ტეხასელი ენერგეტიკული მაგნატი, ჯორჯ მიტჩელი. იგი 2013 წლის ივლისში გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად, 750 მილიონი დოლარი დაუტოვა თავის საოჯახო ფონდს, რომელიც ბუნებრივი აირის რესურსების შენარჩუნებაზე და განვითარებაზე ზრუნავს. გარდაცვალებამდე Forbes-მა მიტჩელის კაპიტალი 2 მილიარდ დოლარად შეაფასა.

ქველმოქმედთა სიაში მესამე ადგილზე Nike-ის თანადამფუძნებელი, ფილიპ ნაითი და მისი ცოლი პენელოპე არიან, რომლებმაც 500 მილიონი გაიღეს სიმსივნის კვლევებისთვის, “ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების საუნივერსიტეტო ფონდის” სასარგებლოდ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რაში დახარჯავს ცუკერბერგ/ჩანისგან მიღებულ თანხას “სილიკონის ველის საზოგადოებრივი ფონდი”. როგორც ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება მანამდე, სანამ დონორებისგან სპეციალურ ნებართვას არ მიიღებენ.

Forbes.com-ზე დაყრდნობით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *