სექტემბრიდან აუდიტორული კომპანიების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი დაიწყება

სექტემბრიდან აუდიტორული კომპანიების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი დაიწყება. შესაბამისად, კომპანიებს სხვადასხვა სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ, მათ შორის საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის, ადამიანური რესურსების მართვის კუთხით გარკვეული სისტემების ჩამოყალიბების, დამკვეთთან ურთიერთობის დამყარების პროცედურების დაცვისა და შიდა მონიტორინგის განხორციელების კუთხით.

აუდიტორული კომპანიები თვლიან, რომ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების ნაწილი აღნიშნულ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს. Kreston papiashvili consulting group-ის მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი ამბობს, რომ სტანდარტების დაკმაყოფილება საკმაოდ ბევრ კომპანიას გაუჭირდება.

"ჩვენ ქვეყანაში სიტყვა აუდიტის გაგება ხშირად არასწორად ხდებოდა. ფინანსურ აუდიტს უკავშირებდნენ საგადასახადო კონსულტანტობას. არის ერთი პრობლემა - ბევრ აუდიტორულ კომპანიას არ აქვს ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგია, ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც მოინდომებს მის სრულყოფას ვერ შეძლებს, თუმცა  კომპანიებს ბევრი სამუშაო აქვთ იმისთვის, რომ რეესტრში დარჩნენ.

აუდიტორების რეესტრში ამ დრომდე 200-ზე მეტი აუდიტორული კომპანიაა რეგისტრირებული. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომიმ კომპანიებისთვის, ვინც სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ სპეციალური ტექნიკური დახმარება შემუშავდება.

"მომზადებული გვაქვს დებულება, რაც ითვალისწინებს ე.წ. დიაგნოსტიკის ეტაპს, რომელიც პროფესიული ორგანზაციების ფარგლებში განხორციელდება.  ეს არის გარკვეიული სახის ტექნიკური დახმარება, იმ აუდიტორული ფირმებისთვის, რომლებსაც საუთარი რესურსები არ აქვთ იმისთვის, რომ საერთაშორისო სისტემები დანერგონ ბიზნესში. მზად ვართ პროფესიულ ორგანიზაციებს დავეხმაროთ რომ დიაგნოსტიკის ეტაპი განხორციელდეს“, - ამბობს იური დოლიძე, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი

წინა სტატია

ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 9.4 პროცენტით გაძვირდა
21 ივნისი, 2017

შემდეგი სტატია

ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტები
21 ივნისი, 2017
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker