ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტები

ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტები

Times Higher Education-მა ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების ყოველწლიური სია გამოქვეყნა. ევროპის 2017 წლის რანჟირებაში სულ 35 ევროპული ქვეყანა მოხვდა, ჯამში კი 400 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

პირველი ათეული კი შემდეგია:

ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
კემბრიჯის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
ლონდონის სამეფო კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი)
შვედეთის ფედერალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ETH Zurich (შვეიცარია)
UCL – ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი)
ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა (დიდი ბრიტანეთი)
ედინბურგის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი)
კაროლინსკას ინსტიტუტი (შვედეთი)
მიუხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის უნივერსიტეტი LMU Munich (გერმანია)
The École polytechnique fédérale de Lausanne (შვეიცარია)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპის 400 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალში 301+ პოზიცია დაიკავა. თსუ რეგიონში ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის Times Higher Education-ის მონაცემებით, 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა.

ევროპის უნივერსიტეტები მსოფლიოს 1000 საუკეთესო უნივერსიტეტის დაახლოებით 40%-ს შეადგენენ. ჩამონათვალს კვლავ ოქსფორდის უნივერსიტეტი ლიდერობს. მასთან ერთად ჩამონათვალში გაერთიანებული სამეფოს 90 სხვა უნივერსიტეტია. უნივერსიტეტების რაოდენობით მე-2 ადგილს გერმანია იკავებს. რეიტინგში 41 გერმანული უნივერსიტეტია, მათგან უმეტესობა 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა.

Times აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარა სტუდენტთა მობილობა – 2015 წელს საკუთარი ქვეყანა საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად ხუთმა მილიონმა სტუდენტმა დატოვა. OECD-ის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 2025 წლისთვის 8 მილიონამდე გაიზრდება.

რეიტინგში ჯამში 78 ქვეყნის უნივერსიტეტებია შესული და ისინი მსოფლიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების „ელიტურ“ 5%-ს შეადგენს.

ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად სიის სათავეში ბრიტანული უნივერსიტეტია. მანამდე, წლების განმავლობაში პირველ ადგილს ამერიკული უნივერსიტეტები იკავებდნენ.

Times წერს, რომ ესპანური, ფრანგული და იტალიური უნივერსიტეტები რეიტინგში ჩამოქვეითდნენ, რისი მიზეზიც აზიური ქვეყნების დაწინაურება გახდა, – როგორც აღმოჩნდა აზიური ქვეყნები სულ უფრო ვითარდებიან უმაღლესი განათლების სტანდარტების კუთხით. 24 აზიური ქვეყნიდან რეიტინგში 289 უნივერსიტეტი მოხვდა

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *