“ბიზნეს კაფეს” რიგით მეთერთმეტე შეხვედრა

20 ივნისს “ბიზნეს კაფეს” რიგით მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა კომპანია “სარკე სტუდიო”-ს დამფუძნებელი, ლევან ბახია თემით “სარკეში” არეკლილი რეალობა - მარკეტინგული, მენეჯერული და ფილოსოფიური გამოღვიძება”.  მის მიერ შემოთავაზებულ მნიშვნელოვან თემებს შორის, ერთ-ერთი იყო წარმატების დეფინიცია, რომელიც შესაძლოა ცვლილებას მოითხოვს დღეს. “ჩვენ ვსუნთქავთ, თუ თავისით სუნთქავს?” - ეს იყო შეხვედრის ძირითადი ლეიტმოტივი, რომელიც ოცდაათამდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად აქტიური დისკუსიის დროს საფიქრად შესთავაზა ფასილიტატორმა. მენეჯერებისთვის კომპანიის,  ან პირადი წარმატების მისაღწევად “სუნთქვა” ცნობიერ გააზრებას საჭიროებს. 

“ბიზნეს კაფე” წარმოადგენს მაღალი რგოლის მენეჯერების შეხვედრას, რომლის ორგანიზატორია საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია “ინსორსი”. პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების მართვის თემების ირგვლივ პრაქტიკული გამოცდილების ურთიერთგაზიარებას სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელებს შორის. ღონისძიების სპონსორები არიან “პაშა ბანკი”,  “ორიენტ ლოჯიკი” და “ACT”. 

წინა სტატია

ქართულ-ჰოლანდიური ტრაქტორი
23 ივნისი, 2017

შემდეგი სტატია

The Identity Solution
23 ივნისი, 2017
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker