GHG-ს დირექტორთა საბჭოს ახალი წევრი ჰყავს

GHG-ს დირექტორთა საბჭოს ახალი წევრი ჰყავს

GHG-ს დირექტორთა საბჭოს ახალი წევრი ჰყავს. უილიამ ჰუიეტი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის საბჭოს ახალი დამოუკიდებელი არააღმასრულებელი დირექტორი გახდა. ის ასევე JSC GHG-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და კლინიკების ხარისხისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრად დაინიშნა.

“მოხარული ვარ დირექტორთა საბჭოში ახალი წევრის დანიშვნით. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ჯანდაცვის სექტორში მუშაობის და მისი უნარები ღირებული იქნება საბჭოსთვის. დარწმუნებული ვარ, ის დიდ წვლილს შეიტანს ჯგუფის მუშაობაში”, – ამბობს ირაკლი გილაური, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

უილიამ ჰუიეტის McKinsey and Company-ში მუშაობის 28 წლიანი გამოცდილება აქვს. ის Rockefeller University-ის, University of Virginia Darden School Foundation-სა და National Parks Conservation Association-ის საბჭოს წევრია. ჰუიეტი წლების განმავლობაში Berkeley-ის სკოლების ზედამხედველის პოსტსაც იკავებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *