მსოფლიოში "ულტრა მდიდარი" მოსახლეობის რაოდენობა იზრდება

მსოფლიოში "ულტრა მდიდარი" მოსახლეობის რაოდენობა იზრდება

2016 წელს მსოფლიოს „ულტრა მდიდარი“ მოსახლეობის რაოდენობა, რომელთა ქონება 30 მილიონ დოლარს აღემატება 3,5%-ით გაიზარდა და 226,450 პირი შეადგინა.

ჯამში მსოფლიოს უმდიდრესი მოსახლეობის ქონება 27 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც წლიურად 1,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Wealth-x-ის (World Ultra Wealth Report)  2017 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონების შემცირება გასულ წელს უმეტესად მყარ დოლარს უკავშირდებოდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ  2021 წლამდე იმ ადამიანების რიცხვი, ვისი ქონებაც 30 მილიონ დოლარს აღემატება 299,000-ს მიაღწევს, მათი ქონება კი ჯამში 35,7 ტრილიონი დოლარი იქნება.

აფრიკაში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 1% ცხოვრობს და მათი საერთო ქონება 212 მილიარდ დოლარს შეადგენს. აფრიკაში მდიდარი მოსახლეობის რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 4%-ით შემცირდა და 2170 შეადგინა.

10,2%-ით შემცირდა ლათინო ამერიკაში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონებაც და მან მსოფლიოს 3% შეადგინა.

სიმდიდრის 36% ჩრდილოეთ ამერიკაშია თავმოყრილი, სადაც 81 700 მდიდარი პირი ცხოვრობს, რომელთა საერთო ქონებაც 5,1%-ით გაიზარდა.

ევროპაში მსოფლიოს უმდიდრესი მოსახლეობის 28% ცხოვრობს, მათი რიცხვი გასულ წელს 0,2%-ით შემცირდა და 64,370 შეადგინა. შემცირდა ევროპის უმდიდრესი მოსახლეობის საერთო ქონებაც და მან 7,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

აზიაში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 26% ცხოვრობს, მათი რაოდენობა 6,6%-ით გაიზარდა და 59 850 შეადგინა. მათი საერთო ქონება კი 6,7 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *