დეპოზიტების განთავსებაზე სახელმწიფო ხაზინის პირველი აუქციონი გაიმართა

სახელმწიფო ხაზინამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის შედეგად, შეიმუშავა "სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესი". 

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული რეფორმა უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მობილიზებას და საბანკო სექტორისთვის ლიკვიდური ფულადი რესურსის მიწოდებას ეროვნულ ვალუტაში. 

4 ივლისს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 3 თვიანი ვადიანობის მქონე უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.

აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 50 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 7.194 პროცენტით. 

წინა სტატია

ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება
05 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

Georgian wine export grows
05 ივლისი, 2017
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker