ISET 2017 წელს საქართველოში 6,3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება

2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. რაც 2014 წლის მესამე კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ISET ეკონომიკური ზრდის დაჩქარებულ ტემპს რეგიონში გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს. თუმცა აპრილში ეკონომიკური ზრდა 2,1%-მდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ISET-ს მეორე და მესამე კვარტალთან დაკავშირებით, დადებითი მოლოდინი აქვს და წლის მეორე კვარტალში მშპ-ს 5,8%-იან, ხოლო მესამე კვარტალში კი 6,9%-იან ზრდას ელოდება.

წლიურად კი ISET საქართველოში „ცუდი სცენარის“ მიხედვით, 6,2%-იან, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში 6,6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, საშუალოდ კი ISET-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,3%-ია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოში 3,5-3,8%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ და მათმა ნაწილმა (ADB, IMF და WB) მიმდინარე წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. მთავრობა 2017 წელს ქვეყანაში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

წინა სტატია

თქვენი ახალი თანაშემწე: კიბორგი
06 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

ბათუმის პორტში გადაზიდული ნავთობპროდუქტები 29%-ით შემცირდა
06 ივლისი, 2017
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker