რეგიონის ქვეყნები, რომლის ვალუტებიც ყველაზე მეტად უფასურდება, ინფლაცია კი ყველაზე მაღალია

პირველ კვარტალში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 5,1% შეადგინა. მაისში ეკონომიკა 5,3%-ით გაიზარდა, ხოლო 5 თვის საშუალო ზრდამ 4,5% შეადგინა. 

პირველ კვარტალში, თურქეთის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. სომხეთში კი მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 8,9% შეადგინა, ყაზახეთში 7,4%; რუსეთში 5,6%. მაისში აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდა 0,9%-მდე შემცირდა. 

ივნისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,1 პროცენტი შეადგინა. 

საქათველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 6.6 %-ზე მაღალი იყო აზერბაიჯანში - 14.8%, უკრაინაში - 13.5%, თურქეთში - 11.7%. საქართველოზე დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა რუსეთში - 4.1% და  სომხეთში 1.6%. 

წლის დასაწყისიდან დღემდე, ლარი დოლარის მიმართ, 0,26 პუნქტით გამყარდა, - წლის დასაწყისში ერთი დოლარის ღირებულება 2,65 ლარი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 2,39 ლარია. მაისში დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4416-დან 2.4274- მდე შეიცვალა, - ანუ გამყარდა 0.6 პროცენტით.

იანვარ-მაისში რეგიონის ქვეყნების ვალუტების ცვლილება დოლარის მიმართ შემდეგი იყო: 

ყაზახეთი - გამყარდა 5,1%-ით; სომხეთი - გამყარდა 0,4%-ით; რუსეთი - 4,1%-ით. 

წინა სტატია

ბალანსის ფაქტორი
07 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

დიდი თამაში სისტემის წინააღმდეგ
07 ივლისი, 2017
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker