ნენსკრა ჰესის პროექტის ახალი ვებგვერდი ამოქმედდა

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ, სს „ნენსკრა ჰიდრომ“ ახალი ვებ-გვერდი - www.nenskrahydro.ge აამოქმედა.

პროექტის შესახებ ძირითად ინფორმაციასთან ერთად, ვებ-გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსდა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის 10 ტომი. შემდგომში აქვე აიტვირთება მთელი საპროექტო პერიოდის განმავლობაში დაგეგმილი მონიტორინგის შედეგები.

ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია პროექტით გათვალისწინებული გასაჩივრების მექანიზმის ონლაინ-ფორმაც. გასაჩივრების მექანიზმის მიზანი იმ საჩივრებზე რეაგირებაა, რომლებიც შესაძლოა, გაუჩნდეთ ადამიანებს, რომელთაც პროექტი უშუალოდ ეხებათ.

„ესოდენ მასშტაბური პროექტის განხორციელებისას ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, ვიმუშავოთ მაქსიმალური გამჭვირვალეობის პრინციპებზე დაყრდნობით და ვაწარმოოთ ღია დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან. ახალი ვებ-გვერდი ამ ამოცანის შესრულებაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის - ნენსკრა ჰესის მშენებლობა წარმოადგენს. ჰესი საქართველოს ყოველწლიურად 1.2 გიგავატ/სთ ელექტროენერგიას მიაწვდის, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

წინა სტატია

ADB: საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, გამჭვირვალობა იზრდება
10 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი სომხეთზე 8,7%-ით დაბალი, აზერბაიჯანზე კი 15,2%-ით მაღალია
10 ივლისი, 2017
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker