Fitch: BGEO ჯგუფის გაყოფა მის რეიტინგებზე გავლენას არ იქონიებს

Fitch-ის ინფორმაციით, BGEO ჯგუფის საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად გაყოფა მის რეიტინგზე გავლენას არ იქონიებს. სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ნეიტრალური ხასიათის იქნება, როგორც საქართველოს ბანკისთვის, ასევე BGEO ჯგუფისთვის.

ამ დროისთვის საქართველოს ბანკის 99,6%-ს BGEO ფლობს, რომელსაც თავის მხრივ სრულად ფლობს ბრიტანეთში დაფუძნებული ჰოლდინგი BGEO Group PLC.

"გაყოფას არ ექნება გავლენა საქართველოს ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებზე, რადგან საინვესტიციო ბიზნესი 2015 წლიდან დეკონსოლიდირებული იყო ბანკისგან", - აღნიშნავს სარეიტინგო სააგენტო. ამასთან, Fitch მიიჩნევს, რომ ბანკის რეფინანსირების რისკი მართვადი იქნება, იმ შემთხვევაში თუ 350 მილიონი დოლარის ევრობონდები BGEO-დან ბანკში გადავა. როგორ მოხდება მისი ბანკში ტრანსფერი ამ დროისთვის უცნობია.

რაც შეეხება BGEO-ს, Fitch მიიჩნევს, რომ გაყოფა მის ფინანსურ მაჩვენებლებზე ზომიერ გავლენას იქონიებს.

წინა სტატია

რომელ ქვეყნებს აქვთ ყველაზე მაღალი შემოსავალი ავტმობილების ექსპორტიდან
10 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

No Rating Impact on Bank of Georgia and JSC BGEO Group from Demerger
10 ივლისი, 2017
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker