"კახეთის ენერგოდისტრიბუცია" აუქციონზე იყიდება

"კახეთის ენერგოდისტრიბუცია" აუქციონზე იყიდება

კახეთის ენერგოდისტრიბუციის ქონება ერთიანი კომპლექსის სახით, ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. აუქციონი 3 ივლისს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება. 

აუქციონის პირობების მიხედვით, შეძენილი ქონების გამოყენება ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოხდეს. 

კახეთის ენერგოდისტრიბუციის ფასი აუქციონზე 27 279 500 ლარია. 

სს “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” კახეთის რეგიონში გამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც 2003 წლის 15 აპრილს ს.ს. “სინათლე”-ს ბაზაზე შეიქმნა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი საქმიანობაა ელექტროენერგიის განაწილება. სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია” ემსახურება 117 058 აბონენტს. 

კომპანია  2005 წლიდან კომპანია გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა, რომელიც 2008 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა.   2008  წლის დეკემბრის ბოლოს ს/ს “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” აუქციონზე 6 მილიონ 100 ათას დოლარად ლიტვურმა კონცერნმა ,,ახემა–გრუპემა“ შეიძინა. რომელსაც აუქციონის პირობების თანახმად რეგიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის 15 მილიონი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. “ახემა–გრუპის” მფლობელობის ქვეშ კომპანია კვლავ გაკოტრების რეჟიმში აღმოჩნდა, მის მიმარ გაკოტრები საქმე 2011 წლის 5 აგვისტოს გაიხსნა. “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მიმართეს. 

ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 417 544 ლარი დავალიანება აქვს.

 დღემდე კომპანია გაკოტრების რეჟიმში მუშაობს და მას გაკოტრების მმართველ, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *