მსოფლიო ბანკი: საქართველოში საბიუჯეტო შემოსავლები თავისუფლების აქტით შეზღუდულია

მსოფლიო ბანკი: საქართველოში საბიუჯეტო შემოსავლები თავისუფლების აქტით შეზღუდულია

“საქართველოში საბიუჯეტო შემოსავლები თავისუფლების აქტით შეზღუდულია”, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც სახელმწიფო ხარჯებს ეხება. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ თავისუფლების აქტი შიდა საგადასახადო შემოსავლების ზრდას ზღუდავს, სწორედ ამიტომ მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, რომ სახელმწიფო ხარჯები ფინანსურ მდგრადობასთან იყოს შესაბამისობაში. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2016 წლის ბიუჯეტი თავისუფლების აქტით განსაზღვრული პარამეტრებით იყო დაგეგმილი, თუმცა ხარჯებმა კვლავ გადააჭარბა მშპ-ს 30%-ს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ფისკალური წესები საქართველოში მეტ ანალიზს მითხოვს. 

ამასთან მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც ქვეყანამ თავისუფლების აქტი მიიღო 2014 წელს, ქვეყანაში გადასახადები კვლავ იზრდება, თუმცა ისეთი ფორმით, რომ მას სახელმწიფო შემოსავლებზე მცირე გავლენა აქვს, რადგანაც სხვა ტიპის გადასახადების ზრდას ქვეყანაში რეფერენდუმი სჭირდება. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *