ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტები აჭარაში

2017 წლის პირველ კვარტალში აჭარას, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით 583 340 ვიზიტორი ესტუმრა. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელსაც ივნისში ყველაზე მეტი 33 891 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. 

2017 წლის, იანვარ-ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბაღში 6%-ით მეტი, 75 660 ვიზიტორი იმყოფებოდა.

ვიზიტორების  რაოდენობა გაზრდილია ბათუმის დელფინარიუმშიც, რომელსაც ივნისში 19 586 ადამიანი სტუმრობდა. ივნისის მონაცემები 38%-ით (5 342 ადამიანი) აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. რაც შეეხება 6 თვის მონაცემებს, იანვარ-ივნისში დელფინების შოუსა და ზოგადად,  დელფინარიუმს 44%-ით მეტი, 31 778 ადამიანი სტუმრობდა. 

ივნისში, 19%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა გონიო აფსაროსის ციხესა. 2017 წლის, ივნისში ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 10 691 ვიზიტორი გაეცნო. რაც შეეხება 6 თვის მონაცამებს, ის 3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და 19 881 ადამიანს შეადგენს.

სტუმრების რაოდენობა გაზრდილია მტირალას ეროვნულ პარკშიც, რომელიც აჭარაში არსებული ეროვნული პარკებიდან უცხოელ ტურისტებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. 2017 წლის, ივნისში ეროვნულ პარკს 30%-ით მეტი, 6 283 ვიზიტორი სტუმრობდა. ექვსი თვის  მონაცემები კი 14 021 ადამიანს შეადგენს, რაც 63%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ პერიოდს. 

აჭარაში ყველაზე მეტმა ვიზიტორმა საბაგიროს მომსახურებით ისარგებლა. ივნისში, ბათუმისთვის მთიდან გადმოხედვის მსურველთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით გაიზარდა და მათმა რაოდენობამ 37 211 ადამიანი შეადგინა. გაზრდილია 6 თვის მონაცემებიც. 2017 წლის, იანვარ-ივნისში ბათუმის საბაგიროთი  86 373 ვიზიტორმა ისარგებლა, რაც 12%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს.

წინა სტატია

ვებით აღმაშენებელი
20 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

უძრავი ქონების სარეგისტრაქციო ტრანზაქციები იზრდება
20 ივლისი, 2017
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker