ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 12.3 პროცენტით გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 12.3 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ივნისში წინა თვესთან (მაისთან) შედარებით 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო 2016 წლის ივნისთან შედარებით 12.3%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 35%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 12.7%-ით გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 11.3%-ით, ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 40%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმი 8%-ით, ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 8.1%-ით. ტყავის და ტყავის ნაწარმის წარმოება 8.7%-ით გაიაფდა

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *