ერთ წელში მიწა საკუთრებაში 200 000-მდე მოქალაქემ დაირეგისტრირა

ერთ წელში მიწა საკუთრებაში 200 000-მდე მოქალაქემ დაირეგისტრირა

ერთ წელში მიწა საკუთრებაში 193 203-მა მოქალაქემ დაირეგისტრირა. ამჟამად 72 947 განაცხადზე საჯარო რეესტრი, მოქალაქის ნაცვლად უფლების დამდგენ დოკუმენტაციას სხვადასხვა უწყებაში იძიებს. საკუთრების აღიარებისთვის შესაბამის კომისიაში კი 16 172 განაცხადია შესული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 8200-ზე მეტი განაცხადი შესწავლისა და განხილვის პროცესშია.

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. ამ პერიოდში 324 სანოტარო მედიაცია წარმატებულად დასრულდა.

დასრულებული 193 203 განაცხადიდან, ყველაზე დიდი წილი – 5,5% საჩხერეზე მოდის, სადაც მიწა საკუთრებაში 10 673-მა პირმა დაირეგისტრირა. 8925 რეგისტრაცია განხორციელდა თერჯოლაში, რაც მთლიანი მაჩვენებლის 4,6%-ია. გორში 8500-ზე მეტი რეგისტრაცია განხორციელდა, – მთლიანი მოცულობის 4,4%. 8207 რეგისტრაცია განხორციელდა ზესტაფონში, ხოლო მცხეთაში 6930. თბილისზე მთლიანი რეგისტრაციების 1,8% მოდის, რაც 3411 განაცხადია. ყველაზე ცოტა განაცხადი კი ლენტეხში დაფიქსირდა, – 225, რაც მთლიანი მოცულობის 0,1%-ია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *