მობილური ოპერატორების შემოსავლები იზრდება

წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების საცალო შემოსავლებმა (დღგ-ს და აქციზის გარეშე) 221 264 871 ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მობილური ოპერატორების შემოსავლები 23 მლნ ლარით გაიზარდა. ყველაზე მეტი შემოსავალი კომპანია მაგთის აქვს და ის წლის დასაწყისიდან 107,7 მლნ ლარს შეადგენს. 77,7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო ჯეოსელმა. Beeline-მა წლის დასაწყისიდან 34,7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო სილქნეტმა კი 558 ათას ლარზე მეტი. ჯიმობაილის შემოსავლებმა 53 ათას ლარზე მეტი შეადგნა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში მობილური აბონენტების რაოდენობა 5,020,374-ს შეადგენს. აქედან ყველაზე დიდი წილი მაგთიზე მოდის. წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შემოსავლები კომპანიებმა მაისში მიიღეს.

მობილური ოპერატორები მაგთი ჯეოსელი ბილაინი

წინა სტატია

ამერიკის უმდიდრესი ადამიანები კიდევ უფრო მდიდრდებიან
31 ივლისი, 2017

შემდეგი სტატია

ADB: Economic Growth in Georgia Surpassed Expectations
31 ივლისი, 2017
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker