ანაკლიის ამბიცია

ანაკლიის ამბიცია

კონტი-ჯგუფის შემდეგ, SSA Marine-ი მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას დებს. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცემა. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმაც გაუსვა. მისი თქმით, პორტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ იმ ბიზნესკავშირების გაღრმავებისთვისაც, რაც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. იგი ანაკლიის მიმდებარედ, 340 ჰექტრის ფართობის ტერიტორიაზე აშენდება. პორტის მშენებლობის და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ანაკლიის პორტი აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს. პორტის პირველი ფაზის გახსნა და პირველი გემების მიღება 2020-2021 წლებში იგეგმება.

SSA Marine-ის ბიზნესპორტფელის გაცნობისას, ნდობა, რომ ეს ასეც მოხდება ასმაგდება. ამერიკული კომპანია ხუთ კონტინენტზე, 250-ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინალზე ოპერირებს და წლიურად 27 მილიონ კონტეინერზე მეტს ემსახურება. ამასთან, კომპანია გლობალურად ცნობილია დიზაინის, ოპერირების და პროექტების განვითარების თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების სტანდარტების დანერგვით.

როგორ ხედავს საკუთარი კომპანიის როლს ანაკლიის პროექტში და თვითონ ანაკლიის პროექტის როლს ეკონომიკურ განვითარებაში –  SSA Marine-ის ვიცეპრეზიდენტმა რობერტ უოტერსმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუსთვის მოიცალა.

ბატონო უოტერს, მოგესალმებით და დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. SSA Marine- ანაკლიის პროექტის ინვესტორია. რა იქნება თქვენი როლი ამ პროექტში?

ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ჩავერთვებით ამ პროექტში. ტერმინალის ოპერატორი და წილის მფლობელი კომპანია ვართ. ჩვენ ამ პროექტში სტრატეგიული ინვესტორები ვიქნებით და შევეცდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ არა მხოლოდ პროექტის დაწყებაში, არამედ მის განვითარებაშიც.

აქამდე ვიცოდით, რომ ოპერატორი კომპანია უნდა ყოფილიყავით. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ინვესტირებაც ღირს ამ პროექტში?

ჩვენ არ ვართ პასიური ინვესტორები. ჩვენ სტრატეგიული ინვესტორები ვართ იქ, სადაც კარგ კომერციულ შესაძლებლობებს ვხედავთ. ამ კონკრეტულ პროექტს ჩვენი გათვლებით მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი აქვსარა მხოლოდ საქართველოსთვის განკუთვნილი ტვირთების, არამედ, მთელი სამხრეთის დერეფნის გასწვრივ ცენტრალურ აზიამდე. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა. ამას თუ დავუმატებთ სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და რეფორმებს, რომლებსაც მთავრობა გეგმავს და ახორციელებსჩვენთვის ეს მდგრადი ბაზარია, რომელსაც აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად ზრდის პოტენციალი.

არაერთხელ გითქვამთ, რომ ეს პერსპექტიული და ამბიციური პროექტია

დიახ, ამბიციურია თუ გავითვალისწინებთ მის მასშტაბს. 9 სხვადასხვა ფაზა, რომელიც წლების მიხედვით ნაწილდება. ზრდა 8 მილიონი კონტეინერიდან – 100 მილიონ კონტეინერამდეეს უკვე თავისთავად ძალიან ამბიციური მიზანია. და ვფიქრობ, მიღწევადიც იმ ვადებში, რა ვადებსაც პროექტი ითვალისწინებს. ჩვენ მოგვწონს, რომ მთავრობის გეგმები არ შემოიფარგლება მხოლოდ 1-2 ან სამი წლით. ჩვენ მოგვწონს გრძელვადიანი დაგეგმვა. ჩვენ კერძო კომპანია ვართ, რომელსაც ორი ოჯახი ფლობს და ზოგადად, მიჩვეულები ვართ, თაობებით და არა მოკლე გადმოსახედიდან აზროვნებას. ჩვენ მოგვწონს იდეა, რომ მთავრობას აქვს ამ პროექტის ამბიციური ხედვა, რომელიც 20-25 წელს მოიცავს.

და მაინც, უფრო კონკრეტულად, რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ ანაკლიას აქვს რეგიონულ სავაჭრო ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალი?

ერთი მიზეზი ის არის, რომ მის გარშემო ძალიან ბევრი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს შავ ზღვაზე გასასვლელი. აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი. შავ ზღვაზე საუკეთესო ადგილი საქართველოა, საქართველოში საუკეთესო ადგილი კიანაკლია, რადგან ეს იქნება ღრმაწყლოვანი პორტი. შეეძლება მიიღოს დიდი გემები, რაც დამკვეთს დაუზოგავს ფულს და პორტს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ამდენად, თუ დომინოს პრინციპით განალაგებთ ყველა ასპექტს, დაინახავთ, რომ ყველა მათგანი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და აჩვენებს, რომ სწორედ ანაკლიაა საუკეთესო ადგილი რეგიონული ვაჭრობისთვის.

რადგან კონკურენტულ უპირატესობებზე ვსაუბრობთ, ანაკლიის პორტის მისიაში ვკითხულობთ, რომ მიზანია, შეიქმნას ახალი, სწრაფი საზღვაო კორიდორი ჩინეთსა და ევროპას შორის, რომელიც აბრეშუმის გზის ინსტორიულ მარშრტუზე სტრატეგიული კვანძი გახდებასისწრაფე იქნება ამ დერეფნის მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

რამდენიმე კონკურენტული უპირატესობა იქნება: სისწრაფე ერთერთია. როდესაც სისწრაფეზე ვსაუბრობთ, მთელ სატრანზიტო დერეფანს უნდა შევხედოთ: ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ თვითონ პორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტის დიზაინი, ისევე როგორც მისი მთელი აღჭურვილობა იქნება თანამედროვე, რაც არ აქვს მაგალითად, ფოთის პორტსასევე, ბევრად ხარჯთეფექტური იქნება, რადგან ანაკლიაში არხი გაცილებით ღრმაა – 16 მეტრია მისი სიღრმე, შესაბამისად, გემებიც უფრო სწრაფად იმოძრავებენ.

მოდი, უფრო ზოგადად გვითხარით, რა განაპირობებს ლოგისტიკაში წარმატებას?

როგორც უკვე ვთქვი, ანაკლიის პორტის კონტექსტშიდიზაინი და ავტომატიზებული ოპერირების სისტემა. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი რკინიგზაარამდენად ეფექტიანად შეუძლია რკინიგზას შეასრულოს გამტარის როლი. ეს მართლა ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ჩვენი ნაწილიპორტის გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირება, მაგრამ მას აუცილებლად უნდა დაეხმაროს გამართული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა: თუ გინდა, რომ 100 მილიონი კონტეინერი გადაზიდო ყოველწლიურად, ამისთვის ძალიან ეფექტიანი სარკინიგზო სისტემაც უნდა გქონდეს.

თანამშრომლობთ ამ თვალსაზრისით საქართველოს რკინიგზასთან და მთავრობასთან? გაქვთ მათგან გარანტიები, რომ რკინიგზა არ დაგაღალატებთ?

დიახ. მთავრობისგან მივიღეთ დაპირებებიპრემიერმინისტრის ოფისმა და საქართველოს რკინიგზამაც დაგვარწმუნეს, რომ რკინიგზას ისე გამართავენ, რომ ტვირთების მოძრაობას პრობლემები არ შეექმნას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ასეც იქნება.

ამდენად, როგორც გავიგე, რკინიგზა და პორტი კონკურენტები არ იქნებიან

არა, პირიქით, შეავსებენ ერთმანეთს.

რას გულისხმობთ?

თუ ჩვენ მეტ ტვირთს მივიღებთ, მეტად დაიტვირთება რკინიგზაც. ამდენად რკინიგზაც უფრო ეფექტიანი და პროდუქტიული იქნება. რკინიგზის ეფექტიანობა, თავის მხრივ მეტ ტვირთს მოუტანს ტერმინალს. ამდენად, რკინიგზა და პორტი შეგვიძლია ერთმანეთის შემავსებლად განვიხილოთ.

მოგებამოგების სიტუაცია შეგიქმნიათმსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსი მინდა მოვიშველიოალბათ თქვენც იცნობთ ამ ინდექსსმისი მთავარი მიგნებაა, რომ მიწოდების სანდოობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კვლევის მიხედვით, ბევრ კომპანიას ურჩევნია უფრო ძვირიც კი გადაიხადოს იმაში, რომ დარწმუნებული იყოსმისი ტვირთი დანიშნულების ადგილას დროულად და უსაფრთხოდ მივა. რამდენად მაღალია ანაკლიის პორტის შანსები ამ მიმართულებითთუ გავითვალისწინებთ ყველა იმ რისკს, რაც ამ რეგიონშია?

ანაკლიის პორტი მსოფლიოს ყველაზე წამყვან ტერმინალებსაც კი არ ჩამოუვარდება თავისი ეფექტიანობით და პროდიუქტიულობით. თუ შეხედავთ SSA Marine-ის რეპუტაციას, ნახავთ, რომ ჩვენ გვაქვს ამ დონის პროექტების წარმატებით განხორციელების გამოცდილება. ჩვენ ყოველთვის ვეტევით დროში და ტვირთების მოძრაობა ჩვენთან ყოველთვის უსაფრთხოა. ასე არ ხდება, მაგალითად, ფოთის პორტის შემთხვევაში. პორტი უმეტესწილად დახურულია, ძლიერი ქარის და ზღვის მიქცევის გამოშედეგად, ნდობა ფოთის პორტის მიმართ დაბალია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს სანდოობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს მიმართ ეს ნდობა აუცილებლად გაჩნდება.

ვის მოიაზრებთ თქვენს მთავარ კონკურენტებად?

რა გითხრათ. არ მგონია, რომ კონკურენტები საერთოდ გვეყოლება.

ვითომ, ასე ადვილია?

კონკურენციას ვიწროდ და უფრო ფართოდ შეგვიძლია შევხედოთ. უფრო ფართოდ თუ შევხედავთ. ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან წამოსულ ტვირთს ექნება არჩევანიან სამხრეთის დერეფანი, შესაბამისად, საქართველო და დიდი ალბათობით სწორედ ანაკლიაან ჩრდილოეთ დერეფანი, მაგალითად, ნოვოროსიისკის გავლით. ამდენად, ცენტრალური აზიის ტვირთებისთვის რამდენიმე კონკურენტი შეგვიძლია მოვიაზროთ. თუ საქართველოსთვის განკუთვნილ ან საქართველოს ტვირთებს შევხედავთ, მაშინ კონკურენტებად აქ ბათუმის ან ფოთის ტერმინალები ჩანან. კიდევ უფრო ფართოდ, ანაკლიის პორტის კონკურენტად შეიძლება განვიხილოთ რკინიგზაც თურქეთის ან ნოვორასიისკის გავლით ჩრდილოეთ დერეფნისკენ.

მოდი, თვითონ ანაკლიის პროექტი განვიხილოთ უფრო ფართოდ: პორტის გარდა, სხვა კომპონენტებიიგივე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ანაკლია სითი  და .. რა როლი ენიჭება ამ მთლიან სურათში ანაკლიის პორტს?

ეკონომიკური თვალსაზრისით ის ძალიან დიდი სარგებლის მომტანი იქნება ანაკლიასითისთვის. ზოგადად, როდესაც ამ ტიპის პორტი გაქვს, ის ეკონომიკის ძრავი ხდება. ბიზნესი აქტიურდება, კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები ჩნდება. პროდუქტიული და ხარჯთეფექტური პორტის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პირობებში, მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალებაა. ამას თუ დავუმატებთ, რასაც მთავრობამ უკვე მიაღწიათავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროპასთან და ჩინეთთან, საქართველო საუკეთესო ლოკაციაა მეტი წარმოების და ამ დარგში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად, რადგან ინვესტორებს შეეძლებათ ისარგებლონ იმ ბენეფიტებით, რაც ევროპასთან და ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობას მოაქვს პროდუქტიული და ეფექტიანი ტრანსპორტირების პირობებში. ანაკლიაში კი მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება.

რადგან სამუშაო ადგილები ახსენეთ, ადვილია თქვენთვის გამოცდილი ადგილობრივი მუშახელის მოძიება ბაზარზე?

საქართველოში ამ პროექტისთვის საჭირო უნარებით ბევრი ადამიანი არ მოიძებნება. ჩვენ გადავწყვიტეთ, ადგილობრივები საფუძვლიანად დავატრენინგოთ. ამ საქმეს ალბათ ოპერირების დაწყებამდე 6-9 თვით ადრე მოვკიდებთ ხელს. ისინი ყველა მიმართულებით გაივლიან ტრენინგებს.

ახლა ვსაუბრობთ და კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ საკმაოდ ხანგრძლივვადიან პროექტში ჩაერთეთ. გამოდის, ენდობით საქართველოს ბიზნესგარემოს და მის სტაბილურობას?

აბსოლუტურად. ასე რომ არ იყოს, ინვესტიციას აქ არ დავაბანდებდით.

რეფორმებიც ახსენეთ. რა გჭირდებათ მთავრობისგანრა ტიპის მხარდაჭერა და გარემო?

პრინციპში, მხოლოდ ბიზნესის ფუნდამენტური პრინციპების დაცვამეტი არაფერი. სანამ ინვესტირებას გადავწყვეტდით, ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ საქართველოს ბიზნესგარემო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საქართველოში შექმნილი პლატფორმა მსოფლიოში საუკეთესოა. მთავრობამ ამ მხრივ უკვე ბევრი რამ გააკეთა. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ასევე დაგვპირდა, რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ ერთი რამ უნდა გამოვყო, მაშინ რკინიგზის განვითარება ნამდვილად არის ის საკითხი, სადაც მთავრობის მხარდაჭერა გვჭირდება.

შევაჯამოთ, რას მიიღებს საქართველო ანაკლიის პროექტში თქვენი ჩართულობით?

ნდობას. ჩვენ მსგავსი პროექტები უკვე წარმატებით გვაქვს განხორციელებული და შესაბამისად, ჩვენი წარმატების გაზომვა შესაძლებელია იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ განვავითარეთ, ავამუშავეთ და ვმართეთ მსგავსი პორტები. ვფიქრობ, მთავრობა აანალიზებს, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი, ეს წარმატება საქართველოშიც გადმოვთარგმნოთ. რაც მთავარია, არა მხოლოდ დავიწყოთ პროექტი, არამედ დაგეგმილ დონემდეც განვავითაროთ. ამის კარგი მაგალითია პანამის პორტი: 1995 წელს 125 ათასი კონტეინერიდან, დღეს – 25 წლის შემდეგ, კონტეინერების რაოდენობა 2.5 მილიონამდეა გაზრდილი. ამასთან, განვითარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და სხვა მომიჯნავე ინფრასტრუქტურაზუსტად ისე, როგორც ამას ვვარაუდობთ საქართველოს შემთხვევაშიც.

რა არის ანაკლიის პროექტის მთავარი გამოწვევარით განსხვავდება ის სხვა ქვეყნებში განხორციელებული პროექტებისგან?

ყველა პროექტს თავისი გამოწვევა აქვს. ანაკლიის შემთხვევაში, ეს ცნობადობას უკავშირდება. ჩვენ მოგვიწევს გავანათლოთ ცენტრალური აზიის ქვეყნები, თუ რა სარგებლის მიღება შეუძლიათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნამდვილი სატრანსპორტო ჰაბი. ეს არ არის რთული საქმე, უბრალოდ დრო სჭირდება. მას შემდეგ, რაც ცნობადობას ავამაღლებთ, თვითონაც დაინახავენ, როგორ მუშაობს სისტემა და რომ საქართველო ნამდვილად არის ძლიერი სატრანსპორტო ჰაბი, სამუშაო ადგილებიც გაიზრდება. ამდენად, ცნობადობის ამაღლება დღეს მთავარი გამოწვევაა.

და ალბათ, ამ გამოწვევის დაძლევას პირველივე ფაზიდან დაიწყებთ.

დიახ. სხვათაშორის, უკვე ამ თვეში ვაპირებთ დავიწყოთ ამ მიმართულებით გააქტიურება.

წარმატებებს გისურვებთ და დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.

დიდი მადლობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *