ქარის სადგურის ელექტროენერგია მთლიანი მიწოდების 0,8%-ია

ივნისში საქართველოს ჰიდროგენერაციამ თითქმის სრულად დააკმაყოფილა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და მთლიან მიწოდებაში 99.1% შეადგინა. ახალი ქარის ელექტროსადგურის გამომუშავების წილი მთლიან მიწოდებაში 0.8% იყო. ივნისში ადგილობრივი გენერაციის 20.9% გავიდა ექსპორტზე. G&T-ის ინფორმაციით, ჯამური ჰიდროგენერაცია გაიზარდა მხოლოდ 3.4%-ით. დერეგულირებული სადგურების ჯამური წარმოება გაზრდილია წლიურად 22.7%-ით, რაც ამ კატეგორიაში 2016 წლის ბოლოს დამატებული მსხვილი ჰიდროსადგურების (108.0 მგვტ. დარიალი და 47.5 მგვტ. ხელვაჩაური) ინტეგრირების შედეგია.

ამასთან, ენგურის და ვარდნილის წარმოება გაიზარდა 1.8%-ით, ხოლო დანარჩენი რეგულირებული სადგურების წარმოება შემცირდა 1.8%-ით. გარანტირებული სიმძლავრის საფასური განახევრდა (-50.5% წ/წ) და 0.39 აშშ ცენტი შეადგინა კვტ.სთ.-ზე. გარანტირებული სიმძლავრის საფასურის შემცირება განპირობებული იყო ახალი გარდაბნის თბოსადგურის და მე-3 ბლოკის სარემონტო სამუშაოებით მთელი თვის განმავლობაში, რომლის დროსაც მათ არ ერიცხებოდათ გარანტირებული სიმძლავრის საფასური. დანარჩენმა სამმა შესაბამისი სტატუსის მქონე თბოსადგურმა გარანტირებული სიმძლავრე ქსელს მთელი თვის განმავლობაში მიაწოდეს.

ქარის ელექტროსადგური ჰიდროგენერაცია ელექტროენერგია

წინა სტატია

ივლისში უცხოური ვალუტის რეზერვები 20.6 მილიონი დოლარით შემცირდა
07 აგვისტო, 2017

შემდეგი სტატია

In January-July the number of international arrivals in Georgia amounted to 3,978,657
07 აგვისტო, 2017
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker