წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწერლები

Forbes-ი მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწერლების ყოველწლიურ სიას აქვეყნებს. პირველად, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჯეიმს პატერსონმა რეიტინგის პირველი ადგილი ჯოან როულინგს დაუთმო.
11 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლის 5 ნამუშვრების ეკრანიზაცია უკვე მოხდა, მათგან ყველაზე პოპულარული კი სწორედ როულინგის ჰარი პოტერია. 11-მა ავტორმა მხოლოდ ამერიკაში წლის განმავლობაში 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა, რამაც მათ $312,5 მლნ მოუტანა.
2017 წლის ათეული ასე გამოიყურება:
ჯოან როულინგი - ბოლო 12 თვეში მიღებული შემოსავალი - $95 მილიონი (საერთო ქონება $650 მილიონი).
ჯეიმს პეტერსონი - 12 თვეში მიღებული შემოსავალი - $87 მილიონი. (საერთო ქონება - $700 მილიონი). ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მდიდარმა ავტორმა გასულ წელს საკუთარი ნამუშევრების 9 მილიონზე მეტი ეგზეპმლარის რეალიზება მოახდინა.
ჯეფ კინი - $21 მილიონი.
დენ ბრაუნი - $20 მილიონი. ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის რომანი „და ვინჩის კოდი“ დღემდე საერთაშორისო ბესტსელერადაა აღიარებული.
სტივენ კინგი - $15 მილიონი. გასულ წელს მან ამერიკაში 1,9 მილიონი წიგნის გაყიდვა მოახერხა.
ჯონ გრიშმანი - $14 მილიონი. მისი წიგნი The Whistler 2016 წელს მსოფლისო ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორის მესამე ადგილს იკავებდა.
ნორა რობერტსი - $14 მილიონი.
პოლა ჰოკინსი - $13 მილიონი. გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი 2,2 მილიონი წიგნი გაიყიდა.
ე.ლ. ჯეიმსი - $11,5 მილიონი.
დანიელა სტილი - $11 მილიონი. გასულ წელს მისი ავტორბით 6 წიგნი დაიბეჭდა.