ნავთობპროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

ივლისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 119,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 34,4 ათასი ტონით ანუ 40,5%-ით აღემატება ივნისის მაჩვენებელს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ივლისში ბენზინის იმპორტმა შეადგინა 52,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის იმპორტმა - 66,7 ათასი ტონა.
ქვეყნების მიხედვით ივლისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 34,9 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 29,2%),
აზერბაიჯანიდან 28,3 ათასი ტონა (23,7%),
თურქმენეთიდან - 19,2 ათასი ტონა (16,1%),
ბულგარეთიდან - 19,0 ათასი ტონა (15,9%),
რუსეთიდან - 10,8 ათასი ტონა (9,0%),
საბერძნეთიდან - 5,3 ათასი ტონა (4,4%),
უკრაინიდან - 1,9 ათასი ტონა (1,6%).
ივლისში საქართველოში 13,8 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, რაც 0,2 ათასი ტონით აღემატება ივნისის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 93,5 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.