საქართველოს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა იზრდება

მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში, წინა წელთან შედარებით, 3 299-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 11 218, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 9 056, ხოლო ჩარტერების 2 162. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 41.66%-ს შეადგენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 15.25%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 7 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 69 863, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 80 514 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 19 715.983 ტონა შეადგინა, რაც 4 832.60 ტონით, შესაბამისად 32.47%-ით მეტია ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

რაც შეეხება მგზავრთა ნაკადს - 7 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 503 636 მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 1 658 366 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 154 730 მგზავრი). მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 43,62% შეადგინა;
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 86.48%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 7 თვეში აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 232 775 მგზავრი შეადგინა - 107 949 მგზავრით მეტი;

გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 233 992 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 52.32% ით (80 369 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (153 623 მგზავრი).

ავიაცია აეროპორტი ტვირთბრუნვა გადაზიდვები

წინა სტატია

ნავთობპროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა
07 August, 2017

შემდეგი სტატია

გადასახადების შემგროვებელი
07 August, 2017
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker