ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი შეისყიდა

დღეს, 7 აგვისტოს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი შეისყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3910 შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა დოლარი ლარის კურსის გამყარების ტემპის შესანელებლად შეისყიდა. ამ მიზნით, მიმდინარე წელს ეროვნულ ბანკს უკვე 130 მილიონი დოლარია აქვს შესყიდული, აგვისტოში კი 40 მილიონი დოლარი.
ხვალ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 2.3904 იქნება, ხოლო ევროს მიმართ 2.8204.