Inter-Rao-მ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი მსოფლიო ბანკის დავების ცენტრში შეიტანა

Inter-Rao-მ საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი მსოფლიო ბანკის დავების ცენტრში შეიტანა

Inter-Rao-მ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შეიატანა. რუსული მედიის ცნობით, კომპანია საქართველოსგან $175 მილიონს ითხოვს.

თანხას კომპანია ლარის გაუფასურებისგან მიღებული დანაკლისისთვის ითხოვს.

“ინტერ რაოს” სტრუქტურები – ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V თელასის 75%-ს და „ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ის 100%-ს ფლობენ და სტიმულირებისა და ინვესტიციის ურთიერთდაცვის ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის შეთანხმების დარღვევაზე ჩივიან.

Inter-Rao-ს შვილობილმა კომპანიებმა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს ანალოგიური სარჩელით უკვე მიმართეს, სადაც დანაკლისი $125 მილიონად იყო შეფასებული.

“ქართულმა მხარემ არ შეასრულა მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები, რომელშიც ნათქვამია, რომ ლარის გაუფასურების შემთხვევაში კომპანიისთვის შესაბამისი დანაკარგის კომპენსირება უნდა მოხდეს”“, – განმარტავენ კომპანიაში.

INTER RAO-სთან დავის წარმოებისთვის საქართველო საერთაშორისო კომპანიას შეარჩევს. იუსტიციის სამინისტროს უკვე დაევალა, საარბიტრაჟო წარმოების პროცესში ან დავის მორიგების მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებში, შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და მასთან იურიდიული მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *