The Bitfury Group-ი და Ripple-ი Lightning ქსელის ინტეროპერაბელობაზე იმუშავებენ

2017 წლის 15 აგვისტოს, ამსტერდამში, ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანმა სრული მომსახურების კომპანიამ The Bitfury Group-მა და კომერციულმა ბლოქჩეინის გადახდების ქსელმა Ripple-მა გამოაცხადეს, რომ მათ ერთობლივად განახორციელეს Lightning ქსელის შესაბამისობის დამატება Interledger-ის ღია წყაროს პროექტისთვის.

Interledger-ი არის ინტეროპერაბელობის პროტოკოლი, რომელიც აკავშირებს გადახდების ქსელებს და უზრუნველყოფს მათ შორის გადახდების უწყვეტობას. The Bitfury Group-მა და Ripple-მა ერთობლივად იმუშავეს Lightning ქსელის შესაბამისობაზე შვიდ სხვა ქსელთან, რომლებიც ამჟამად დაკავშირებული არიან Interledger-ის პროტოკოლის მეშვეობით. ინტეგრაცია და დემო კოდი ხელმისაწვდომია GitHub-ზე.

ქსელები, რომლებიც ამჟამად ინტეროპერაბელურია Interledger-ის პროტოკოლთან, შეძლებენ დაუკავშირდნენ Litecoin Lightning ქსელსა და Bitcoin Lightning ქსელს. შედეგად, Lightning ქსელი უფრო ეფექტური გახდება კრიპტოვალუტის მომხმარებელთათვის, რადგანაც, მისი მეშვეობით, შესაძლებელია გადახდების განხორციელება იმ პირთათვის, ვინც არ არის გაერთიანებული Lightning ქსელში.

„ეს სიახლე სერიოზული ნაბიჯია, გადაგმული ბლოქჩეინის ინტეროპერაბელობისა და Lightning ქსელის მსოფლიო მასშტაბით დანერგვის მიმართულებით“, - აღნიშნა The Bitfury Group-ის დამაარსებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა. „Lightning ქსელის Interledger-ის ინოვაციურ პროტოკოლთან შესაბამისობაში მოყვანით, ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ახლა ბლოქჩეინისა და კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის ძალიან მარტივი იქნება მათი აქტივების გამოყენება სხვადასხვა ბლოქჩეინებში. ეს შესაძლებელს გახდის ბლოქჩეინის გლობალურ ტრანზაქციებს.“

Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შტეფან ტომასმა განაცხადა: „ბლოქჩეინების ინტეროპერაბელობის არასებობა ხელს უშლის კრიპტოვალუტის მეინსთრიმად გადაქცევას. ამ შიახლის შემოღების შედეგად, Lightning-ი დაემატა იმ ქსელთა მზარდ რიცხვს, რომლებიც ინტეროპერაბელურია Interledger-ის პროტოკოლთან. ახლა, Litecoin Lightning ქსელის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ განახორციელონ ტრანზაქციები Bitcoin Lightening ქსელში და პირიქით, უმალ და მარტივად, რაც ადრე შესაძლებელი არ იყო. ტრანზაქციის შეუფერხებლად განხორციელება უმნიშვნელოვანესია, იმის გათვალისწინებით, რომ მთელ მსოფლიოში არსებული გადახდის სისტემები სულ უფრო და უფრო ფრაგმენტირებული და მრავალფეროვანი ხდება.“

დემო და Interledger-ის ფლაგინის კოდი Lightning ქსელისთვის გამოქვეყნდა 2017 წლის 15 აგვისტოს. 

Bitfury Group Ripple ბლოქჩეინი ბიტკოინი

წინა სტატია

აუდიტის ბაზრის ამომავალი ვარსკვლავი
14 აგვისტო, 2017

შემდეგი სტატია

Bitfury Group-მა და Insilico Medicine-მა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი
14 აგვისტო, 2017
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker