Bitfury Group-მა და Insilico Medicine-მა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

Bitfury Group-მა და Insilico Medicine-მა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი

2017 წლის 11 აგვისტოს, ამსტერდამში (ნიდერლანდები), ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანმა, სრული მომსახურების კომპანიამ The Bitfury Group-მა გამოაცხადა ბალტიმორის ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ბიოინფორმატიკის კომპანია Insilico Medicine, Inc.-თან ჯანდაცვის სფეროში ბლოქჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით ნოვატორული აპლიკაციების შემუშავების თაობაზე თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

ორმა კომპანიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს (MOU), აკადემიური და კომერციული მიმართულებით თანამშრომლობის თაობაზე, ისეთი სისტემების შემუშავების მიზნით, რომლებიც ჯანდაცვის ინდუსტრიაში რევოლუციას მოახდენს. ჯანდაცვის ინდუსტრია და მონაცემთა შეგროვების მომავალი მზადაა ინოვაციებისთვის და ამდენად, Bitfury და Insilico ითანამშრომლებენ, რათა შეისწავლონ და შეიმუშაონ ბლოქჩეინის და AI სისტემები ჯანდაცვის სფეროში მონაცემთა გაცვლის, მართვის, მიკვლევისა და დადასტურებისთვის.

„ბლოქჩეინს შეუძლია ჩვენი სამედიცინო სისტემების უსაფრთხოების გაზრდა და გამარტივება, ხოლო AI-ს გააჩნია პოტენციალი, განაახლოს მონაცემთა მართვა და მანქანების მეშვეობით გაამარტივოს ტენდენციებისა და დაავადებების იდენტიფიცირება“, – აღნიშნა The Bitfury Group-ის დამაარსებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა.

„Insilico-სთან პარტნიორობით, ჩვენ შევძლებთ გავაერთიანოთ გამოცდილება  ბიოინფორმატიკასა და ბლოქჩეინის მიმართულებით, რათა შევქმნათ ახალი ინოვაციური პროდიქტები ჯანდაცვის სექტორისთვის“, – ამბობს ვავილოვი.

„Bitfury ბლოქჩეინის ერთერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა, რომელიც ბლოქჩეინის საკუთარ გამჭოლ სისტემებს ქმნის. ამ სისტემებს ენდობა მსხვილი კორპორაციები და მთავრობები მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა InsilicoMedicine, Inc.-ის დამაარსებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, დოქტორმა ალექს ჟავორონკოვმა.

„ჩენ მოხარულები ვართ, რომ განვახორციელებთ კვლევას Bitfury-სთან თანამშრომლობით და მათთან ერთად შევიმუშავებთ ინოვაციურ სისტემებს, რომლებიც არაერთ სიცოცხლეს გადაარჩენს და ადამიანის სიცოცხლეს გაახანგრძლივებს“. 

ბლოქჩეინი და ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტის (AI) უკანასკნელი დროის განვითარებამ გადააჭარბა ადამიანის მიერ ხმისა და გამოსახულების ამოცნობის სიზუსტეს და ამჟამად, მრავალ ინდუსტრიას გარდაქმნაში უწყობს  ხელს. თუმცა, AI-ს გამოყენება ჯანდაცვის ინდუსტრიაში შედარებით ნელა იკიდებს ფეხს, რამდენადაც, სიღრმისეული შესწავლის სისტემები საჭიროებს დიდი რაოდენობით მაგალითებს საჭირო ინფორმაციის მისაღებად და შეიძლება მოითხოვდეს მონაცემთა ათობით მილიონ ნაკრებს, რათა მიაღწიოს სიზუსტის მაღალ დონეს.

ბლოქჩეინს გააჩნია ჯანდაცვის სფეროს მონაცემების დიდი მოცულობის უსაფრთხო და ეფექტური მიკვლევისა და დადასტურების პოტენციალი, რაც ყველა პირობას უქმნის აუცილებელ სისტემებს იმისთვის, რომ მათ ეფექტურად მოახდინონ მონაცემთა ორგანიზება სიღრმისეული შესწავლის სისტემებისთვის. Bitfury-სა და Insilico Medicine-ის პარტნიორობა სწორედ ამ გზების მოძიებას ემსახურება.

ბლოქჩეინის გამოყენება შესაძლებელია იმისათვის, რომ მოხდეს ბიომედიცინის წინსვლის დაჩქარება და ჯანდაცვის ინოვაციური სისტემების დანერგვა მთელ მსოფლიოში.

The Bitfury Group

The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოქჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Groupp-ი შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოქჩეინის ქსელში. The Bitfury Group-ის საქმიანობა უზრუნველყოფს წარმატებულ, მარტივ, სწრაფ, უსაფრთხო და ხარჯთ-ეფექტურ კავშირს ბლოქჩეინთან. The Bitfury Group-ი არის ტექნოლოგიების, ბიზნესის, კომუნიკაციების, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტთა გლობალური გუნდი. The Bitfury Group-ს სწამს, რომ ბლოქჩეინი გახსნის ახალ გზებს გლობალური ეკონომიკური შესაძლებლობებისა და კეთილდღეობისთვის და მისი მისიაა, შექმნას და განავითაროს ბლოქჩეინის აპლიკაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინოვაციასა და P2Pეკონომიკის განვითარებას.

Insilico Medicine, Inc.

Insilico Medicine, Inc. არის ხელოვნური ინტელექტისა და ბიოინფორმატიკის კომპანიაა, რომელიც ჯონს ჰოფქინსის უნივერსიტეტის ახალი ტექნოლოგიების ცენტრებში, ასევე ბელგიაში, რუსეთსა და გაერთიანებულ სამეფოშია წარმოდგენილი.

კომპანია ახორციელებს წამლების აღმოჩენის პროგრამას კიბოს, პარკინსონის და ალცჰაიმერის დაავადებების, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის (ALS), დიაბეტის, სარკოპენიის და გეროპროტექტორების სფეროში. კომპანია უზრუნველყოფს მოწინავე მომსახურებას ბიოტექნოლოგიის, ფარმაცევტიკის და კანის მოვლის საშუალებების კომპანიებისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *