ნენსკრა ჰესის პროექტის მორიგი საჯარო განხილვები ჭუბერსა და ნაკრაში გაიმართება

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია, სს „ნენსკრა ჰიდრო“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის მორიგ საჯარო განხილვებს სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობისთვის, შესაბამისად, 22-23 და 24 აგვისტოს გამართავს.

საჯარო განხილვები ღია კარის ფორმატში გაიმართება: 09:00-დან 19:00 საათამდე ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, დაუსვას კითხვები და მიიღოს ამომწურავი პასუხები სპეციალისტებისგან შემდეგ დარგებში: მიწების შესყიდვა, გარემოს დაცვა, კაშხლის უსაფრთხოება, თემის განვითარების პროგრამა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. ადგილზე იმუშავებენ როგორც პროექტის თანამშრომლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები.

დამატებითი კვლევის შედეგები, რომელსაც ანგარიში ეფუძნება, ა.წ. მარტში გამოქვეყნდა. მისი ელექტორნული ვერსია ქართულ და ინგლუსურ ენებზე ხელმისაწვდომია  საპროექტო კომპანიის ვებგვერდზე.

ანგარიში მოიცავს იმ დამატებითი კვლევების შედეგებს, რომლებიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარები სბანკის (ADB), ევროპული საინვესტიციო ბანკის (EIB), კორეის განვითარების ბანკის (KDB), იტალიის საექსპორტო საკრედიტო სააგენტოსა (SACE) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.

„მიგვაჩნია, რომ მხოლოდ სრული გამჭვირვალეობის პრინციპებზე დაყრდონითა და ადგილობრივი მოსახლეობის სრული ჩართულობით შევძლებთ ნენსკრა ჰესის პროექტის წარმატებულ განხორციელებას. საჯარო განხილვების მორიგი რაუნდი სწორედ ამ ორ მიზანს ემსახურება“, - აღნიშნა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

სს „ნენსკრაჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water–ისადასს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.  www.nenskrahydro.ge

ნენსკრა ჰესი ჰიდროელექტროსადგური ჭუბერი ნაკრა

წინა სტატია

Georgia’s Position in International Property Rights Indexes
15 აგვისტო, 2017

შემდეგი სტატია

Deliveries of Turkmen crude oil to Iran put on hold
16 აგვისტო, 2017
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker