EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებს შორის. პირველ ეტაპზე შეთანხმება ძალაში შევა საქართველოს, ნორვეგიასა და ისლანდიას შორის, ხოლო საქართველოს, შვეიცარიასა და ლიხტენშტაინის შორის ძალაში შევა შვეიცარიისა და ლიხტენშტაინის მიერ შეთანხმების რატიფიცირებიდან 3 თვის შემდეგ.  

საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას 2016 წლის 27 ივნისს ბერნში (შვეიცარიის კონფედერაცია) ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში მოეწერა ხელი.

საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, რომ წარმოებული პროდუქტის დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ დამატებით 14 მილიონიან, მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *