EBRD საქართველოს ეკონომიკის პროგნოზირებულზე მეტად გაზრდას ელოდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში პროგნოზირებულ 3,8%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქარტველოსთვის EBRD-ის ახალი პროგნოზი, როგორც 2017, ასევე 2018 წლისთვის ნოემბერში გახდება ცნობილი.

"მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველოს ეკონომიკა გადააჭარბებს EBRD-ის წლევანდელ და მომავალი წლის პროგნოზს. დარწმუნებული ვარ, საქართველო გადააჭარბებს EBRD-ის წლევანდელ პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 3,8%-ს შეადგენს. გვჯერა, რომ საქართველო მომავალი წლის პროგნოზსაც გადააჭარბებს და 4%-ზე მაღალ ზრდას აჩვენებს", - ამბობს სერ სუმა ჩაკრაბარტი.

EBRD საქართველოს დამატებით ინვესტირებას ურჩევს ენერგეტიკის სფეროში. ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანამ წყლის რესურსის ეკონომიკაში გამოყენება მაქსიმალურად უნდა გაზარდოს.

"საქართველოში ყოველი ვიზიტისას ვამბობ - თქვენ გაქვთ წყალი და ამ რესურსის გამოყენება ეკონომიკაში მაქსიმალურად უნდა გაზარდოთ", - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. EBRD-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბანკის პრიორიტეტად დარჩება ენერგეტიკის სექტორში ინვესტირება.

"მოხარულები ვართ რომ აღნიშნული საკითხი განვიხილეთ ენერგეტიკის მინისტრთან. ველოდებით მეტ ინვესტიციას ენერგეტიკაში. მოხარულებით ვართ შუახევის პროექტში ინვესტირებით და ველოდებით ნენსკრას პროექტსაც. გარდა ამისა, მომდევნო წლებში სხვა ენერგეტიკულ პროექტებშიც მივიღებთ მონაწილეობას", - ამბობს ჩაკრაბარტიმ.

2016 წელს EBRD-მა 17 პროექტის ფარგლებში 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა საქართველოში, მიმდინარე წელს კი აღნიშნული თანხა 350 მილიონ ევროზე მეტი იქნება.

"ჩვენი სამუშაოს ნაწილი, რომელიც კერძო სექტორზე ორიენტირდება, მიზნად ისახავს ქართული კერძო სექტორის მაქსიმალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას. ჩვენ ფოკუსშია სოფლის მეურნეობის, სასტუმრო და ინოვაციების ინდუსტრიები. უმნიშვნელოვანესია რომ ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საქართველოს მთელი მოსახლეობა და მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ფინანსებზე წვდომა.

ჩვენ გვსურს, გავაკეთოთ მეტი ადგილობრივი ვალუტის გასესხებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით", - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ. მანვე აქცენტი გააკეთა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე და აღნიშნა, რომ სარგებლის სრულად ასათვისებლად და მისაღებად საქართველომ უნდა განაგრძოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

EBRD საქართველოს ეკონომიკა ეკონომიკური ზრდა სუმა ჩაკრაბარტი

წინა სტატია

საქველმოქმედო პირობის შვილი
06 სექტემბერი, 2017

შემდეგი სტატია

The volume of freight transported through the corridors of Georgia decreases
06 სექტემბერი, 2017
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker