ჩინელი ბიზნესმენი ნახევარ დღეში თითქმის $1 მილიარდით გამდიდრდა

ჩინელი ბიზნესმენი ნახევარ დღეში თითქმის $1 მილიარდით გამდიდრდა

ჩინელი მილიარდერის, კომპანია Tencent Holdings-ის დამფუძნებლის ქონება ნახევარ დღეში $953 მილიონით გაიზარდა და $37,5 მილიარდი შეადგინა. მისი მთავარი კონკურენტის ჯეკ მას ქონება კი Forbes ვერსიით $37,6 მილიარდს შეადგენს.

მა ჰუატენგის ქონების ზრდა ინტერნეტ სატელეკომუნიკაციო კომპანია Tencent-ის აქციების ფასის მატებამ გამოიწვია. კერძოდ, კომპანიის აქციების ფასი 11 სექტემბერს 2,8%-ით გაიზარდა და $42,37 შეადგინა.

Tencent 1998 წელს მა ჰუატენგმა თანაკლასელთან ერთად დაარსა, 2004 წელს ჰოლდინგი IPO-ზე გავიდა. 2007 და 2014 წლებში ბიზნესმენი TIME-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პირებს შორის დაასახელა.12 სექტემბერს, ჯეკ მას ქონება Forbes ვერსიით, $38,3 მილიარდს შეადგენს. ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მე-17-ე ადგილზეა, ხოლო მა ჰუატენგის ქონება კი $37,5 მილიარდს შეადგენს, – ის სიაში ჯეკ მას 3 საფეხურით ჩამოუვარდება და მეოცე ადგილს იკავებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *