ზედმეტი ხარჯი თუ ზედმეტი ხარჯისგან თავის დაზღვევა?!

ზედმეტი ხარჯი თუ ზედმეტი ხარჯისგან თავის დაზღვევა?!

საქართველოში ქონება ძვირად ფასობს. ამ ქონების დაზღვევა კი, გამოცდილებას რომ გადავხედოთ, მაშინ გაგვახსენდება ხოლმე, როდესაც ის ზიანდება და დგება ზარალი – ფინანსური და მასთან ერთად მორალურიც, ქონების აღდგენისათვის საჭირო ფინანსების არქონის გამო.

ამ დროს გააქტიურდება ხოლმე ქონების დაზღვევის აუცილებლობაზე და ზოგჯერ სავალდებულობაზე საუბრები. ამ დროს იწყება, “დაზღვეული რომ ყოფილიყო“, ვერსიების განხილვა-გაზიარება და ამ დროს გავიაზრებთ, ხოლმე, რომ სწორად შერჩეული დაზღვევა ყველანაირი დანაკარგის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა.

რისი დაზღვევა შეუძლია ბიზნესს ქონებასთან ერთად?

ქონების დაზღვევასთან ერთად, ბიზნესს შეუძლია საქმიანობის შეფერხებისგან დაზღვევაც. ეს იმ ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს, რაც კომპანიას, ქონების განადგურების გამო, საქმიანობის იძულებით შეწყვეტის შედეგად შეიძლება მიადგეს.

კარგად რომ დავფიქრდეთ, ასეთ შემთხვევაში თქვენ იცავთ თქვენს ქონებას, თქვენს მოგებას და თქვენი თანამშრომლების ხელფასს, სიმშვიდესა და სტაბილურობას.

ბიზნესის მიერ სწორად შერჩეული დაზღვევა მისი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანი გზავნილია. ამით თქვენ უფრო სანდო და ძლიერი მოთამაშე ხდებით – გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების გეგმებით.

რას მივაქციოთ ყურადღება სადაზღვევო კომპანიის არჩევისას?

გარდა იმისა, რომ თქვენ მიერ შერჩეული სადაზღვევო კომპანია სტაბილური და ფინანსურად ძლიერი უნდა იყოს, მნიშვნელოვანია ამ სადაზღვევო კომპანიის პარტნიორი გადამზღვეველი კომპანიების სანდოობა.

“თიბისი დაზღვევა“ უმსხვილესი საბანკო ჯგუფის, “თიბისი ჯგუფის“, წევრია. მას ჰყავს ისეთი რეიტინგული საერთაშორისო პარტნიორები გადაზღვევაში, როგორებიც არიან “Scor SE“, “Hannover Re“ და “Swiss Re“. სამივე გადამზღვეველი კომპანია სარეიტინგო კომპანია S&P-მ “AA-“ მაჩვენებლით შეაფასა.

გივი ფანცულაია, “თიბისი დაზღვევის“ კორპორაციული გაყიდვების უფროსი: “სტერეოტიპი, რომ ქონების დაზღვევა, უბრალოდ, დამატებითი ხარჯია, რადგან სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს, უკვე დიდი ხანია, აღარ არის აქტუალური. ამას ბოლო პერიოდში დამდგარი მსხვილი სადაზღვევო შემთხვევებიც ცხადყოფს. ბევრმა სამწუხარო გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ ეფექტიანი სადაზღვევო გადაწყვეტილება ბიზნესმა საქმიანობის დაწყებისთანავე უნდა მიიღოს.

“თიბისი დაზღვევა“ მხოლოდ შვიდი თვეა, რაც სადაზღვევო ბაზარზე გამოჩნდა. ამის მიუხედავად, ქონების დაზღვევის საკმაოდ მოცულობითი პორტფელი შევქმენით“.

გია ბაზღაძე, კინოთეატრების ქსელის – “კავეას“ და “რუსთაველის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. “ადამიანების ფსიქოლოგიაა ასეთი – როგორც წესი, ფიქრობენ, რომ არაფერი შეემთხვევათ, სინამდვილეში კი ცხოვრებას წინასწარ ვერ დაგეგმავ. ამიტომ ყოველთვის ჯობია, თავი დაიზღვიო იმისგან, რასაც ვერ ითვალისწინებ. “კავეას“ მთელი ქსელი “თიბისი დაზღვევაშია“ დაზღვეული. ჩვენი პაკეტი ქონებისა და შენობის ინვენტარის დაზღვევას, ასევე საქმიანობის შეფერხებისგან დაზღვევას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას ითვალისწინებს. შესაბამისად, მშვიდად ვართ“. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *