მეორე კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი 617 მილიონი დოლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 16.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 113%-ია.

2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 617 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 385.1 მლნ აშშ დოლარით, საკურსო ცვლილებების გამო 208.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო 4.6 და 18.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მთლიანი საგარეო ვალი, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის ვალს მოიცავს. სახელმწიფო საგარეო ვალმა 7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 48%-ია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5 მლრდ აშშ დოლარი (მშპ-ს 34.4%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 244.6 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 835.8 მლნ აშშ დოლარი და 885.2 მლნ აშშ დოლარი.

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა 3.4 მლრდ აშშ დოლარი, სხვა სექტორების საგარეო ვალმა 5.2 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საგარეო ვალი ვალი ბიუჯეტი მშპ

წინა სტატია

ADB: Blockchain already making waves in Georgia, PNG, Philippines
29 September, 2017

შემდეგი სტატია

საქართველოში Caspian Energy Georgia-ს რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა
30 September, 2017
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker