საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა იზრდება

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 3 199 063 მგზავრი, რაც 46.63%-ით (1 017 380 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 181 683 მგზავრი). 

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: 

• 2017 წლის 9 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 714 629 მგზავრით მეტს მოემსახურა (სულ 2 440 067 მგზავრი), ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (1 725 438 მგზავრი). შესაბამისად მგზავრთნაკადის ზრდის მაჩვენებელმა 41.42% შეადგინა;

• ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 110.31%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 9 თვეში აეროპორტი 182 588 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 383 996 მგზავრი შეადგინა - 201 408 მგზავრით მეტი; 

• გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 428 314 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 58.31% ით (157 762 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (270 552 მგზავრი).  

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 6 005 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 900 მგზავრით (93.40%) მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 9 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (3 105). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე 1 517 მგზავრს მოემსახურა. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 4 725-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 16 215, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 13 696, ხოლო ჩარტერების 2 519. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 41.12%-ს შეადგენს. 

14.42%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 9 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 95 288, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 109 032 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 26 458, 97 ტონა შეადგინა, რაც 4 207,75 ტონით, შესაბამისად, 18.91%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

საქართველოს საჰაერო სივრცე აეროპორტები მგზავრთნაკადი

წინა სტატია

თბილისის ღია უნივერსიტეტის ახალი კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა
10 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

Fitch ქართულ საბანკო სისტემას აფასებს
10 ოქტომბერი, 2017
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker