ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები იზრდება

2017 წლის პირველ 8 თვეში ქართულმა ინტერნეტ პროვაიდერებმა 116 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიების საცალო შემოსავლები 9 მლნ ლარით გაიზარდა. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, აგვისტოში ყველაზე მეტი შემოსავალი ინტერნეტ სერვისით სილქნეტმა მიიღო და ის 6,937,821 ლარს შეადგენს; მაგთიკომის შემოსავალი ამავე პერიოდში 6,909,235 ლარი იყო, ახალი ქსელების - 651,567 ლარი. რვა თვეში სილქნეტის შემოსავალი 56 მლნ ლარი იყო, მაგთიკომის - 52 მლნ ლარი. 

აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

სილქნეტი: 275,328

მაგთიკომი:  247,681

ახალი ქსელები: 40,067

CGC : 20,704

აბონენტების უმრავლესობა უპირატესობას ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს (Fiber) ანიჭებს, (449,549 აბონენტი); xDSL-ს  122,624 აბონენტი ჰყავს, ხოლო Wi-Fi -ს  78,396. 

ინტერნეტ პროვაიდერები სილქნეტი მაგთიკომი კომუნიკაციების ეროვნული კომისია

წინა სტატია

საქართველო ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მსოფლიოში 84-ე ადგილზეა
12 October, 2017

შემდეგი სტატია

ტურიზმის ახალი პრიორიტეტი
12 October, 2017
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker