ამსტერდამში რემბრანდტის უცნობი ტილო აღმოაჩინეს

დღეს ჰოლანდიელმა ექსპერტებმა მსოფლიოს ამცნეს, რომ აღმოჩენილია რემბრანდტის მორიგი ნამუშევარი, რომელიც, სავარაუდოდ, 1630-იან წლებში, ლეიდენური პერიოდის ბოლოს არის შექმნილი. განცხადებას, რომ ტილო ნამდვილად რემბრანდტს ეკუთვნის, საფუძვლად დაედო თანამედროვე ტექნოლოგიური კვლევის შედეგები და პროფესიული ალღო ერნსტ ვან დე ვეტერინგისა, რომელიც ამჟამად შეჩერებული რემბრანდტის კვლევის პროექტის დირექტორი იყო.

ნიდერლანდის სამეფოს საინფორმაციო წყაროების თანახმად, ნამუშევრის წარმომავლობის დადგენაში ამერიკელი და ბელგიელი მკვლევარებიც იღებდნენ მონაწილეობას. ტილოზე გამოსახულია მოხუცი მამაკაცი ჭაღარა წვერითა და შავი სამოსით,რემბრანდტის პორტრეტებისათვის დამახასიათებელ მოოქროსფრო-მოყავისფრო ფონზე.

შეუიარაღებელი და გამოუცდელი თვალიც კი ნათლად დაინახავს მსგავსებას ნახატზე გამოსახულ მოხუცსა და ცნობილი მხატვრის ავტოპორტრეტებს შორის. და მართლაც,როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, საღებავის ზედა ფენის ქვეშ რემბრანდტის დაუსრულებელი ავტოპორტრეტი იმალება.

ნამუშევარი,რომელიც ამჟამად კერძო კოლექციონერის საკუთრებაა, ამსტერდამის რემბრანდტის მუზეუმში 1-ელი მაისიდან 1-ელი ივლისის ჩათვლით გამოიფინება.

 

 

წინა სტატია

მოიყვანს თუ არა ერთი ბლოგერი რუსეთში არაბულ გაზაფხულს
10 December, 2011

შემდეგი სტატია

უორენ ბაფეტი: ევროპის გამოჯანმრთელება რთული იქნება
12 December, 2011
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker