სოროსმა ღია საზოგოდიების ფონდებს $18 მილიარდი გადასცა

ჯორჯ სოროსმა დაახლოებით 18 მილიარდი დოლარი თავის დაფუძნებულ "ღია საზოგადოების ფონდებს" გადასცა.

ამ გადაწყვეტილებით, ღია საზოგადოების ფონდები აშშ-ში მეორე ყველაზე დიდი ფილანტროპული ორგანიზაცია გახდა, რომელსაც მხოლოდ ბილ გეიტსის ფონდი უსწრებს.

Soros Fund Management LLC's-ის 87 წლის დამფუძნებელი ფონდის კომიტეტის თავმჯდომარეა და ის კვლავ იქნება ჩართული მისი სტარტეგიის შექმნაში.
ღია საზოგადოების ფონდების ქსელი ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ფონდების, პროგრამებისა და ინსტიტუტების ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს ღია საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მსოფლიოში, განსაკუთრებით კი - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში. ეროვნული ფონდები დღეს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყნაში მოქმედებს.

ჯორჯ სოროსის ქონება Forbes-ს $23 მილიარდად აქვს შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ის 29-ე ადგილს იკავებს, ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში კი მე-19-ს.

ჯორჯ სოროსი Soros Fund Management ფორბსი ღია საზოგადოების ფონდი

წინა სტატია

ტრანსკასპიური მილსადენი ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებას ელოდება
18 ოქტომბერი, 2017

შემდეგი სტატია

Menu Group Raises $3 Million to Accelerate Regional Expansion
19 ოქტომბერი, 2017
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
კომპანიები | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker