რომელი პროდუქტების ხარჯზე იზრდება საქართველოს ექსპორტი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტი 428 მლნ დოლარით (28%-ით) გაიზარდა 2016 წლის იანვარ-სექტემბრის ექსპორტთან შედარებით.

ყველაზე მაღალი ზრდა ფეროშენადნობების ექსპორტში დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც თითქმის გაორმაგდა და 237 მლნ დოლარი შეადგინა. 67 მლნ დოლარით (28%-ით) გაიზარდა მადნების და სპილენძის კონცეტრატების ექსპორტი. ზრდის მიხედვით მე-3 ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოებია - 42 მლნ დოლარით (გაიზარდა 56%-ით).

ექსპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება თხილის ექსპორტში დაფიქსირდა. ექსპორტირებული თხილის ღირებულება 66 მლნ დოლარით (59%-ით) შემცირდა.

ცხრილი: პროდუქტები, რომელთა ექსპორტი 2017 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა

პროდუქცია

ზრდა,
მლნ დოლარი

ფეროშენადნობები

117

მადნები და სპილენძის კონცენტრატები

67

ყურძნის ნატურალური ღვინოები

42

მსუბუქი ავტომობილები

28

სამკურნალო საშუალებები დაფასოებული

27

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები

20

ნახევარფაბბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან

11

მინერალური და მტკნარი წყლები

9

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი

5

მაისურები და ტრიკოტაჟის სხვა ნაწარმი

4.6

ექსპორტი საქსტატი ფეროშენადნობები თხილის ექსპორტი

წინა სტატია

ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
19 October, 2017

შემდეგი სტატია

VISO - Revolutionary Decentralized Payment System
19 October, 2017
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker